პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით: პროექტის მონაწილეები იკვლევენ "ყველის" წარმოშობის ისტორიას, მისი მომზადებისა და მოხმარების მრავალფეროვან წესებს.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები შეისწავლიან ყოველმხრივ ქართული სამზარეულოს ერთ–ერთ ცნობილ პროდუქტს,ყველს.გამოიკვლევენ ყველის წარმოშობის პერიოდს. გამოიკვლევენ საქართველოს რომელ კუთხეში და რა ტრადიციები ახლავს მის დამზადებას.კვლევას ჩაატარებენ თავიანთ სოფელში. ყველი წარმოადგენს ჩვენი სოფლის ერთ–ერთ მთავარ დარგს, სოფელი თითქმის მასიურად ამზადებს ყველს, როგორც საკუთარი მოხმარებისთვის ისე ბაზარზე გასატანად. იგი სოფლის შემოსავლიანი დარგია.მისი სხვადასხვა სახეობა არსებობს.უმეტესად ამზადებენ ჭყინტს, ხმელსა და მოხარშულს ანუ სულგუნს.
ჭყინტი ყველის დასამზადებლად 8 ბოთლ თბილ რძეს ვუმატებთ საოჯახო წესით დამზადებულ 100 მლ. კვეთს,რომელიც ასრულებს კატალიზატორის როლს. (ღორის ან ქათმის კუჭი,კუთხური გამოთქმით "ნაწა" გამხმარი. ავიღებთ 3 ბოთლი ოდენობის ჭურჭელს, ჩავდებთ მასში გამხმარ კუჭს,დავამატებთ 200გრ. ძმარს, 3ს.კ. მარილს, შევავსებთ წყლით და გავაჩერებთ ერთი დღე). დაველოდებით რძის შედედებას, შევათბობთ და ამოვიყვანთ. ჩავდებთ სასურველი ფორმის ჭურჭელში.
ხმელი ყველის დასამზადებლად ვიმეორებთ იგივე პროცესს, ოღონდ მთელი დღის განმავლობაში ვამყოფებთ იმავე ჭურჭელში. შემდეგ ვამარილებთ ვდებთ მარილიან წყალში. (ყველის სითხეს ვამზადებთ ასე: 3ბოთლი წყალი, 1კგ. მარილი, 3სკ. შაქარი).
სულგუნი: ჩვეულებრივი წესით დამზადებულ უმარილო ყველს, დავაყოვნებთ ამჟავებამდე, რომ გავიგოთ ამჟავდა თუ არა ყველი, ავიღებთ მცირე ზომის ყველის ნაჭერს და ჩავდებთ შეცხელებულ წყალში, თუ გახდა ელასტიურ,მაშინ ყველი მზად არის სულგუნის დასამზადებლად. ამის შემდეგ ყველს ვჭრით თხელ ნაჭრებად და ვდებთ მდუღარე წყალში, კოვზით მოვურევთ, 1–2წთ. გავაჩერებთ, გადმოვიღებთ ჯამზე და სწრაფად ვიწყებთ გადაზელვის პროცესს ხელით ან კოვზით. შემდეგ ვაძლევთ შესაბამის ფორმას. (მრგვალი, დაწნული).
პროექტის მიზნები: კვლევისა და ინფორმაციის მოძიების უნარ–ჩვევების განვითარება.
მონაწილეთა ასაკი: 15–16 წლის მოსწავლეები.
ვადები/ხანგძლივობა: 3–4 თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: ბავშვები გაიღრმავებენ კულინარულ ცოდნასა და კომპიუტერთან მუშაობის უნარს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: რძე, კვეთი, წყალი, მარილი, შაქარი, ქვაბი, რვეული, კალამი, ფოტოაპარატი, კომპიუტერი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): კვლევა, დაკვირვება,დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალაზე, პრეზენტაცია და ა.შ.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ცოდნასა და უნარს სხვადასხვა საგანში. ისტორიაში, გეოგრაფიაში, მათემატიკაში, ბიოლოგიაში, ქიმიასა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში.(ყველზე მასალის მოძიებაში).
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ციალა ჭელიძე.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: cialachelidze20@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: cialachelidze20.blogspot.com
No comments:
Post a Comment